პოლიტიკა
ვინ არიან ჯავახეთის დეპუტატობისთვის მებრძოლი კანდიდატები
ჯავახეთის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, ამ დროისათვის სამი კანდიდატი იბრძვის. ,,ქართული ოცნებიდან" - სამველ მანუკიანი, ,,ევროპული საქართველოდან" არსენ კარაპეტიანი და ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" მელიქ რაისიანი. კანდიდატების წარდგენის ვადა ჯერ არ ამოწურულა, შესაბამისად ახალქალაქში ვარაუდობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის მსურველთა რიცხვი კიდევ გაიზრდება.

პირველი, ვინც ჯავახეთის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაასახელა ,,ქართული ოცნება" იყო. მმართველმა პარტიამ სამველ მანუკიანი 20 ივლისს წარადგინა. 1999 წლის შემდეგ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინასაარჩევნოდ ამ სტატუსით ენზელ მკოიანი არ სარგებლობს. 2016 წელს, საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით გასული სამველ მანუკიანი, ენზელ მკოიანის რეკომენდაციით მოხვდა.

სამველ მანუკიანი 1976 წლის 6 ნოემბერს დაიბადა. დაამთავრა ერევნის ეკონომიკური უნივერსიტეტი სამოქალაქო შრომის სამართლის სპეციალობით.

1997-2008 წლებში ფლობდა ინდმეწარმე „სამველ მანუკიანის“ სტატუსს.
2009-2016 წლებში იკავებდა შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორის თანამდებობას.
2016 წლის 18 ნოემბრიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი, პარტიული სიით.
2016-2017 წლებში იყო პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნებას“ წევრი.
2017 წლიდან გადავიდა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეებში“. ამავე წლიდან კი პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი ხდება. ამ პერიოდიდანვე იაპონიის, ავსტრიის, იტალიის, სლოვენიის, სომხეთის, მოლდოვის, ყაზახეთის, შვეიცარიისა და ჩეხეთის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

პოლიტიკოსი და იურისტი არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ დეპუტატთა სიაში მოხვდა, რომელთაც მონიტორინგის საანგარიშო პერიოდში სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლიათ - ასეთი ჯამში 21 დეპუტატია. მათ შორის არიან სამველ მანუკიანი (უმრავლესობა), ენზელ მკოიანი (უმრავლესობა, მაჟორიტარი). არასამთავრობო ორგანიზაციამ პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობა შეაფასა.

მოქმედი პარლამენტარი და „ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინოწმინდასა და ახალქალაქში სამველ მანუკიანი ამბობს, რომ პარლამენტში სიტყვით სახელმწიფო ენის არცოდნის გამო არ გამოდის, თუმცა ცდილობს მის რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში დაეხმაროს.

სამველ მანუკიანის შემდეგ, ჯავახეთის ამომრჩევლისთვის კიდევ ერთი კანდიდატის ვინაობა გახდა ცნობილი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი ახალქალაქი-ნინოწმინდის ოლქში არსენ კარაპეტიანი იქნება. ის 3 აგვისტოს, პარტიის გენერალურმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარადგინა.

,,ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ და უფრო მზად ვართ, რომ გავიმარჯვოთ, რათა ერთხელ და სამუდამოდ მოვაშოროთ მმართველობიდან ოლიგარქი, ქურდები და მაფიოზები. გპირდებით მომავალ ძლიერ საქართველოში ერთ–ერთი უძლიერესი კუთხე იქნება ჩემი ლამაზი ჯავახეთი", - აღნიშნა გამოსვლისას კარაპეტიანმა.

იგი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. წლების განმავლობაში არსენ კარაპეტიანი ძალოვან სტრუქტურაში მუშაობდა. წინა ხელისუფლების დროს, 2012 წლამდე, იყო ნინოწმინდის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსი. მან პარტიას სხვადასხვა დროს თანხა სამჯერ შეწირა.

კიდევ ერთი კანდიდატი, ვინც ჯავახეთის მოსახლეობის გულის მოგებას შეეცდება მელიქ რაისიანია. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, ამავე პარტიის სახელით, სამჯერ - მე-4, მე-5 და მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო 1995-2008 წწ. იგი ასევე იყო საქართველოს "მოქალაქეთა კავშირის" ახალქალაქის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 1994 წელს.

მელიქ რაისიანი 1961 წლის 11 აპრილს ახალქალაქში დაიბადა. ეკონომისტმა და პოლიტიკოსმა ერევნის სახალხო მეურნეობის ინსტიტუტის საფინანსო აღრიცხვის ფაკულტეტი დაამთავრა. 1982-94 წწ. სხვადასხვა დროს იყო ერევნის #2 პურის ქარხნის მთავარი ბუღალტერი, ბინების საექსპლუატაციო - კომუნალური განყოფილების გამგე, ახალქალაქის საწარმოო კომბინატის მთავარი ინჟინერი, ნინოწმინდის საბაჟოს კონტრაბანდის წინააღმდეგ ბრძოლის უფროსის მოადგილე.

მელიქ რაისიანი, საქართველოში ,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პოლიტდევნილის სტატუსით დაბრუნდა. ის რვა თვის განმავლობაში თავს სომხეთს აფარებდა. 2012 წლის მაისის თვეში გამოძიებამ პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატის მდგომარეობა ყოფილ ხელისუფლებასთან მას შემდეგ გართულდა, რაც რაისიანმა კოალიციაში გაწევრიანება გადაწყვიტა.

,,ქართული ოცნების“ ახალქალაქის ოფისის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი, თაღლითობის ბრალდებით, დაუსწრებლად გაასამართლეს და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 2013 წლის 21 იანვარს იგი სომხეთის საბაჟოდან საქართველოში შემოვიდა. 

გამოძიების ინფორმაციით, მელიქ რაისიანი 38 ათასი ლარის სანაცვლოდ მოქალაქე მატარაძეს, პარლამენტის წევრის ავტორიტეტის გათვალისწინებით, მფარველობასა და გადასახადების დამალვაში დახმარებას დაჰპირდა. მის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე იყო აღძრული - გამოძიება მას „ქართული ოცნებისათვის" ახალქალაქის ოფისის შეღავათიან ფასად მიქირავებას ედავებოდა.

საქართველოში დაბრუნებული რაისიანი ფიქრობს, რომ ქვეყანა და განსაკუთრებით ჯავახეთი არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. ჯავახეთის სომხურენოვანი მოსახლეობის მთავარი პრობლემა კი, მისი აზრით, ის არის, რომ რეგიონის მაცხოვრებლები ქართულ საზოგადოებასთან ინტეგრირებულები არ არიან.

მომხდარის მიუხედავად, დღეს პარლამენტში მოსახვედრად მელიქ რაისიანი კვლავ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სახელით იბრძვის. მელიქ რაისიანი, სააკაშვილს 31 იანვარს შეხვდა. ის კიევში ხუთდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა.

ჯავახეთის ოლქში კანდიდატთა რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება. ამომრჩევლები ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო ორგანოში მოსახვედრად კანდიდატები დასახელდებიან ,,პატრიოტთა ალიანსიდან", ,,ლელოდან" და ,,დემოკრატიული მოძრაობიდან". 

ასევე, ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტარმა, ენზელ  მკოიანმა ,,მეცხრე არხთან" განაცხადა, რომ თუ იქნება ხალხის მოთხოვნა, ის მზად არის 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მიიღოს.

გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
Print E-mail
Facebook Twitter
ამინდი
ახალციხე 7 °C
img
ახალქალაქი 4 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 16 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 18 °C
img
აბასთუმანი 5 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 5 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
6.8723
EUR
EUR
1
2.8555
RUB
RUB
100
2.8670
TRY
TRY
1
0.0822
USD
USD
1
2.6802
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

https://kareasbetbedavabonus.comhttps://dizimat.prohttps://gobahisguncelgiris.comhttps://kareasbetsikayet.comhttps://mainealpacafarms.comhttps://siyahbayrakaynaamir.comboomcrystaltoys.comizmir escortizmir escortistanbul escortistanbul escortdeneme bonusu veren sitelerbetparkbetistmarsbahishttps://tarifebilir.comhttps://1kareasbetcasino.comhttps://aspercasinogirisi.orghttps://betbossgirisadresi.comhttps://diziworld.prohttps://forumbahis2.prohttps://guncelcasinositeleri.comhttps://guvenilirpokersiteleri.orghttps://kareasbetuyelik.comBetturkeyMatadorbetbetforward-shart.com1xbet-1xir.comdeneme bonusu veren sitelerdeneme bonusu veren sitelercasibom girişDeneme BonusuBets10 GirişEntrümpelung firmamedyamuhabiri.combetturkeybetturkey girişbetturkeybetturkey girişstarzbetstarzbet girişxslotxslot girişxslot güncel girişxslot yeni girişsuperbetinBinance Kayıt Olmaistanbul tabelacıreklam tabelatotem tabelatipobetbahiscom twittertipobet yeni giristipobet güncel giriştipobet günceltipobet tvmariobet girişmariobet twittermariobettarafbet giriştarafbet twittertarafbet adressweet bonanza demo oynabetturkey twitterBetnano girişPusulabetbahiscom girişbahiscom twittersuperbetinbetturkeystarzbet girişstarzbet twitterstarzbet girişstarzbet twittercasibombetturkey girişbetturkey twitter hacklink al duşakabin fiyatları fethiye escort bayan escort - vip elit escort dizi film izle erotik film izle duşakabin hack forum casibom marsbahis marsbahisgirtr marsbahis matadorbet casibom starzbet mariobetcasibomyouwincasibombettiltbahsegelbetorspinbayspin girişbaywin girişcasibom girişsafirbettümbetpusulabetbetkanyontürk ifşalargrandbettingkalebet7slotsdinamobetcasibomparibahistümbetjojobetbetinedinamobetkavbetBettiltsüperbahis girişhttps://www.elektronikesigaram.com/iqos-ilumaiqosiqosmariobetbetparksuperbetinvozol 12000timeisworth.comCasibom GirişvbetSahabetaviatorbetebet girişvegasslot girişcasibomcasibomhttps://www.iaimu.ac.id/wp-content/js/marsbahisimajbetmatbetjojobetholiganbetsekabetonwinsahabetmatadorbetgrandpashabetnakitbahispiabellacasinomeritkingdumanbetparibahisdinamobetgalabetimajbetjojobetjojobetmatbetdinamobetcasibommobilbahisjojobetcasibomtrend topic satın alcasibomBetofficePusulabetFestwin Girişmostbetbetmoongalabethiltonbetparibahisbetsmovebetnanomavibetgoldenbahissalt likitsigara shopbahsegeltümbetbetwoonvevobahisbetparksuperbetinvbetvbetgoldenbahisbetsmovebetsmovebetcupbetcupbahigobahigobetnanoasyabahismavibetjojobetlunabetcasibomjojobetinstagram close accountinstagram close accountsekabetmariobettrbetvdcasinoholiganbetbettiltjojobetdinamobetbahiscomomegle livemobilbahiscasinometropolsekabetsahabetjojobetsafirbetmariobetsahabetMarsbahis GirişholiganbetCasibombahiscombetparktarafbet+18 filmvbetparibahisbaywincasibom girişbetkombetebetvbetvbetjojobetholiganbetcasibommarsbahismatbetsekabetonwinsahabetgrandpashabetnakitbahismeritkingbahsegelcratosslotkralbetdinamobetbetkanyongoldenbahisholiganbetbets10bets10marsbahisbets10meritkingqueenbetbetexperartemisbetgrandbettingvdsperabetrestbetbetgarantiimajbetperabetvdcasinotipobettümbetgrandpashabet