საქართველო უკვე უნდა შეუერთდეს ნატოს - ბენ ჰოჯესი
ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ჯარების ყოფილი სარდლის, გენერალ-ლეიტენანტის ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველო უკვე უნდა შეუერთდეს ნატო-ს, მაშინ როდესაც, უკრაინა ამისთვის ჯერ მზად არ არის. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰოჯესმა ამის შესახებ კიევის ფორუმში მონაწილეობისას განაცხადა, რომელიც უსაფრთხოება-2020-ს ეძღვნებოდა.
„მჯერა, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატო-ს წევრი სწორედ ახლა. უკრაინას ამისთვის დასჭირდება გაცილებით მეტი დრო“, - აღნიშნა ჰოჯესმა.
ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ბოლოს და ბოლოს შეუერთდება ალიანსს, „როგორც ამის შესახებ წლების წინ პრეზიდენტმა ბუშმა განაცხადა“.
მანვე დასძინა, რომ უკრაინამ ჯერ კიდევ უნდა გაიაროს ცოტაოდენი გზა და განაგრძოს ძალისხმევა, რათა გააძლიეროს ალიანსში მისი ინტეგრაცია.
წყარო: interpressnews.ge