პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე აირჩიეს
საქართველოს პარლამენტი წევრებმა, თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძე 86 ხმით აირჩიეს. კენჭისყრა ფარული იყო, რის შემდეგაც სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა.
კენჭისყრის წინ თალაკვაძემ პარლამენტს სიტყვით მიმართა. მისი გამოსვლის დასრულების შემდეგ, უმრავლესობის წარმომადგენლებს კითხვის დასმისა და განცხადების გაკეთების უფლებით არ უსარგებლიათ.
პლენარულ სხდომას ახლა უკვე თალაკვაძე უძღვება.
შეგახსენებთ, რომ არჩილ თალაკვაძე საქართველოს მე–9 მოწვევის პარლამენტსაც ხელმძღვანელობდა.