თბილისში თავისუფლების მარშს საცხე-ჯავახეთიდანაც უერთდებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მხარდასაჭერად და პოლიტპატიმრების გასათავისუფლად, თბილისში საპროტესტო აქცია გაიმართება. დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთიდან. აქციას რეგიონიდან 700-მდე მოქალაქე შეუერთდება.
"ვროპული საქართველოს" 50-მდე წარმომადგენელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 600-მდე მხარდამჭერი და პარტია „ლელოს“ 20-მდე წარმომადგენელი თბილისში გაემგზავრა.
„ორ ფრონტზე მიმდინარეობს მუშაობა, ერთი საერთაშორისო პარტნიორები და მეორე ფრონზე ჩვენ ვიბრძვით. უნდა ვაიძულოთ, რომ გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები და დანიშნონ თავისუფალი, ვადამდელი არჩევნები“, - გვითხრა "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ ახალქალაქში არსენ კარაპეტიანმა.
„ჩვენი აქცია დღეს უნდა დაკმაყოფილდეს, ჩვენ, როგორც ყველა ნორმალური ადამიანი ყველაფერს ერთიანად ვითხოვთ“, - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ახალციხეში დავით ბალიაშვილი.
აქციას ამავე პარტიიდან ახალქალაქის ორგანიზაციის ხელმძღვანელი მელიქ რაისიანი მხარდამჭერებთან ერთად უერთდება.
ფილარმონისათან 13:00 სათზე შეიკრიბებიან "ლელოს" წარმომადგენლები.
„პირველ რიგში, გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ, ადამიანების უფლეებების დარღვევას, შერჩევით სამართალს და ა.შ.“, - ამბობს „ლელოს“ ლიდერი ახალციხეში ჯუმბერ ინასარიძე.
აქცია პარლამენტთან 15:00 საათზე დაიწყება, თუმცა იქამდე, 13:00 საათზე, ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მარშს - „მსვლელობა თავისუფლებისთვის“ მოაწყობენ.