7%-მდე გაიზრდება თვითმმართველობების შემოსავლების წილი - ირაკლი კობახიძე
19:52 / 26.09.2021
,,დეცენტრალიზაცია პირველ რიგში გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა ჰქონდეს მეტი კომპეტენცია და მეტი ფინანსები" - განაცხადა მედიასთან ირაკლი კობახიძემ ახალციხეში გამართული შეხვედრის შემდეგ.
მმართველი პარტიის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის არსი განმარტა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.
,,ამ კუთხით დამტკიცებულია თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია, დეცენტრალიზაციის სტრატეგია, რაც გულისხმობს იმას, რომ ფინანსური რესურსები მოემატება ყველა თვითმმართველობას და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში.
7%-მდე გაიზრდება თვითმმართველობების შემოსავლების წილი, რაც ნიშნავს სერიოზულ მატებას. დეცენტრალიზაცია არ ნიშნავს ქალაქის და სოფლის გაყოფას, დეცენტრალიზაცია ეს არის უფლებამოსილებებისა და ფინანსების გაფართოება თვითმმართველობისთვის" - აღნიშნა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ახალციხეში.
ირაკლი კობახიძემ ასევე განაცხადა, რომ სამცხე-ჯავახეთში, როგორც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონში ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობენ: ,,საკრებულოს სიებში, ყველგან სათანადოდ არიან წარმოდგენილნი, ეს ეხება მერობის კანდიდატებსაც. ესაა წინაპირობა, რათა კიდევ უფრო კარგად წარიმართოს ინტეგრაციის პროცესი, რაც არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანა" - აღნიშნა მან.
ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ბოლოდროინდელი საქმიანობაც შეაფასა და განაცხადა, რომ მათ მხოლოდ ,,პროვოკაციების რესურსი" დარჩათ. მანამდე კი განაცხადა, რომ „ერი და ბერი“ „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს, რის საფუძველზეც პარტია არჩევნებს მოიგებს.
,,კანონიერი ქურდებით" წინა ხელისუფლება იყო დაკომპლექტებული და ისინი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდებიან. ჩვენ შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ერს და ბერს არჩევნებში, ძალიან მყარი მხარდაჭერისთვის. ერი და ბერი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და ამის საფუძველზე ძალიან მყარად მოვიგებთ არჩევნებს“, - განაცხადა კობახიძემ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.