მეგობრები არ იწერენ, არ უთვალთვალებენ, ასე რომ, რა მიზეზითაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს ეს ჩვენი დიპლომატებისთვის, ეს ყოვლად მიუღებელია - ევროპარლამენტარი
უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება, საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის გამო – ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი, „ევროობზერვერის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას რომლის მიხედვით, ევროკავშირმა შესაძლოა საქართველოს და ბალკანეთის ქვეყნებს უვიზო მიმოსვლა შეუჩეროს.
„ეს საკითხი ევროპარლამენტში საერთოდ არ განიხილება და ვფიქრობ, ეს დებატები საერთოდ არ უნდა დაწყებულიყო, რადგან საქართველოს, უკრაინის ან მოლდოვას მოსახლეობა არ უნდა დაისაჯოს ცუდი მმართველობის ან პოლიტიკური ელიტის ცუდი ქცევის გამო. ამასთანავე, რამდენადაც მე ვიცი, ეს არ არის გერმანიის იდეა, მე ვიცი, რომ საფრანგეთის წარმომადგენლებს აწუხებთ თავისუფალ სავიზო რეჟიმი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო გერმანიის კომენტარი ამ საკითხთან დაკავშირებით“,- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარმა, სავარაუდოდ, სუს-ის ფაილების შესახებაც გაამახვილა ყურადღება.
„მეგობრები არ იწერენ, არ უთვალთვალებენ, ასე რომ, რა მიზეზითაც არ უნდა გაეკეთებინა საქართველოს ეს ჩვენი დიპლომატებისთვის, ეს ყოვლად მიუღებელია. ეს ის გზაა, როგორც გვეპყრობა რუსეთი ჩვენ, ეს ის გზაა როგორც აზერბაიჯანი ან ბელარუსი გვექცევა ჩვენ, მაგრამ მეგობრებს შორის უნდა იყოს მეტად ნდობაზე დამყარებული ურთიერთობა. ჩვენ ძალიან ვწუხვართ და არ შეგვიძლია მივიღოთ მსგავსი ქმედება ახლო მეგობრისგან და ანგარიშგასაწევი პარტნიორისგან, ასე რომ, ჩვენ საკმაოდ იმედგაცრუებულები ვიყავით. მეორე მხრივ, ჩემთვის ეს არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ეს მიუღებელია“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა დიპლომატების „ფარული მოსმენის“ შესაძლებლობის შეფასებისას განაცხადა.