დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე - ირაკლი კობახიძე
დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს - დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“ და სააკაშვილზე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც კობახიძემ განმარტავს, არეულობა და ქაოსი ამ ქვეყანაში არავის წაადგებოდა.
„ჩვენ ვნახეთ გვარამიას სიზმრები, ეს ოქმის მონაცემებია, დაელოდონ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს. მგონი არც მოუწევთ ლოდინი, „ნაცმოძრაობა“ მანამდე დამთავრდება. დღეს დასრულდა საუბარი „ნაცმოძრაობაზე“, სააკაშვილზე, გვარამიაზე და ასე შემდეგ. ხვალიდან თავიდან ბოლომდე იწყება საუბარი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს ჩვენი ქვეყნისთვის.
რაც შეეხება თქვენს პარტიას და ტელევიზიებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ეს გამარჯვება არის მათ შორის, თქვენი გამარჯვებაც. არეულობა და ქაოსი არავის წაადგებოდა ამ ქვეყანაში, თქვენც გჭირდებათ ამ ქვეყანაში წინსვლა და განვითარება, აქედან გამომდინარე თქვენც გილოცავთ ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას", - აღნიშნავს კობახიძე.