თვითმმართველობაში სამი წამყვანი პოზიცია ვაკანტურია
13:55 / 07.12.2021
ახალციხის მერიასა და მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ში სამი ვაკანტური ადგილია. ახალციხის მერის ირაკლი ლაზარაშვილის თქმით, ზედამხედველობის და ეკონომიკური სამსახურების უფროსის პოზიციაზე კანდიდატებს კონკურსის წესით შეარჩევენ. რაც შეეხება „ახალციხის ციხის“ დირექტორის თანამდებობას, ამ პოზიციაზე სასურველ კანდიდატს მერი დანიშნავს.
ეკონომიკური სამსახურის უფროსის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ დარჩა, როცა ილია ზარდიაშვილმა მერის მოადგილის პოსტზე გადაინაცვლა. რაც შეეხება ზედამხედველობის სამსახურს - ეს პოზიცია დიდი ხანია თანამშრომლის გარეშეა.
„ახალციხის ციხის“ დირექტორმა თანამდებობა თითქმის, ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ის ახალციხის საკრებულოს დეპუტატი გახდა „ქართული ოცნების“ პროპორციული სიით და პირველ სხდომაზე თავმჯდომარის პირველ მოადგილედაც აირჩიეს.
ახალციხის მერი ამბობს, რომ ამ ვაკანტურ პოზიციაზე ახალ უფროსს მიმდინარე კვირაში დანიშნავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.