პოლიტიკა
ახალციხის საკრებულოში ბიუჯეტის პროექტი განიხილეს
ახალციხის საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობს. ახლადარჩეული მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 21 მილიონ 630 ათასი ლარით განსაზღვრეს.
2022 წლის ბიუჯეტი წინა წლის ბიუჯეტს 5 მილიონით აღემატება. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა კითხვები ძირითადად ქართული ოცნების ფრაქციის 7 მოადგილის საჭიროების, ქალაქის განვითარების გეგმის, საქალაქო ტრანსპორტის, მიუსაფარი ძაღლების, რელიგიური და კულტურული ორგანიზაციების დაფინანსების და გამწვანების საკითხებით დაინტერესდნენ.
,,საკრებულოში გვყავს ჩვენ არა ერთი, არამედ მედი ფრაქცია, რომელსაც ჩვენ ვაღიარებთ" - აღნიშნა ახალციხის მერმა. ირაკლი ლაზარაშვილმა ისიც განმარტა, რომ მერიას ქალაქის განვითარების გეგმაზე მუშაობა დაწყებული აქვს.
გააზიარეთ :