პოლიტიკურმა პარტიებმა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის, საუბნო საარჩევნო კომისიებში, ცვლილები განახორციელეს.
,,თავისუფალმა დემოკრატებმა” 18 უბნის კომისიის წევრი გამოითხოვა, აქედან სამი უკვე ჩაანაცვლა. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ადიგენის ორ უბანზე კომისიის წევრები გაცვალა. ,,რესპუბლიკურმა პარტიამ” ერთი წევრი, ,კონსერვატიულმა პარტიამ” და ,,ქართულმა ოცნებამ” კი ახალციხის ორ უბანზე, ორ–ორი წევრი ჩაანაცვლა.
ცვლილება შეეხო უბნებზე დანიშნულ სუბიექტის წარმომადგენლებსაც. ,,ქართულმა ოცნებამ” ახალციხეში 14, ადიგენში კი ორი წარმომადგენელი შეცვალა. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ერთ წარმომადგენელს უფლებამოსილება შეუწყვიტა, ერთი ადიგენში და ოთხი ახალციხეში კი სხვა პირით ჩაანაცვლა.
|