ახალციხეში ადმინისტრაციულ შენობასთან უკრაინის დროშა გაშალეს
ახალციხეში, ადმინისტრაციულ შენობასთან საკრებულოს წევრებმა "ნაციონალური მოძრაობიდან", აქცია-პერფორმანსი გამართეს.
დეპუტატებმა უკრაინის დროშა მეორე სართულის ფანჯრიდან გადმოკიდეს და მეგობარ ქვეყანას მხარდაჭერა ასე გამოუცხადეს.
თვითმმართველობამ "ნაციონალებს" ცენტრალურ ფასადზე დროშის გადმოფენის უფლება არ მისცა, ამიტომ დეპუტატებმა უკრაინის სიმბოლო შესასვლელთან გაშალეს და შენობის უკანა ფანჯრებიდან გადმოკიდეს.