უკრაინიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მიმდინარეობს
უკრაინაში საქართველოს კონსული აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეები ძირითადად კიევიდან, ხარკოვიდან, დნეპრიდან და ჟიტომირიდან მოდიან. მისივე განცხადებით, დღეს დაახლოებით 50-მდე ადამიანი გამოემგზავრება სამშობლოში.
,,ჩვენი მოქალაქეები არიან ნაწილობრივ კიევიდან ჩამოსულები, ნაწილი ხარკოვიდან, დნეპრიდან, ასევე, ჟიტომირის ოლქიდან ჩამოსულები. დღეს დაახლოებით 50-მდე ადამიანი გაემგზავრება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მშვიდობიანად დავაბრუნოთ სამშობლოში. დღეს გადავლენ ისინი პოლონეთის საზღვარს და იქიდან უკვე გაემგზავრებიან საქართველოში. ჯერჯერობით არის 4 დღეზე დაგეგმილი, ვითარებიდან გამომდინარე შესაძლოა გაგრძელდეს დღეების რაოდენობა. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ რაც შეიძლება მეტი ჩვენი მოქალაქე გავამგზავოთ სამშობლოში მშვიდობიანად" - განაცხადა საქართველოს კონსულმა უკრაინაში ნანა ჩაბრავამ.
უკრაინაში მცხოვრები ქართველები სამშობლოში პოლონეთის გავლით ბრუნდებიან. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს ფრენა კრაკოვიდან შესრულდა.
თვითმფრინავში ქართველებთან ერთად უკრაინელებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც საქართველოში დროებით ახლობლებთან ჩამოდიან.