ვოლოდიმირ ზელენსკის ვთხოვ დააბრუნოს ელჩი - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებისას ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სთხოვა.
,,ჩვენსა და უკრაინას შორის რაიმე გაუგებრობის შემოტანის მცდელობაც კი მიუღებელია და მე ამას არ დავუშვებ. დღეს, აქედან, ამ ტრიბუნიდან მივმართავ ჩემს კოლეგას და მეგობარს, უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის და ვთხოვ დააბრუნოს ელჩი, რათა ორ ერს შორის ამ უმძიმეს წუთებში კავშირი სრულიად გამყარდეს. იყოს უფრო მჭიდრო და უდრეკი", - განაცხადა ზურაბიშვილმა.