სამცხე-ჯავახეთის
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა ახალქალაქში,
რომელსაც მხარის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე უძღვებოდა.
საბჭოს სხდომაზე, მუნიციპალიტეტებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული
პროექტების, მათი ექსპერტიზა-მონიტორინგისა და გამოვლენილი
ხარვეზების, ასევე შესყიდვების პროცესში წარმოქმნილი პრობლემების
შესახებ იმსჯელეს.
სამუშაო შეხვედრაზე, განიხილეს ის პრობლემატური საკითხებიც,
რომელთა გადაწყვეტა არ შედის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების
კომპეტენციებში და მათი მოგვარება
ცენტრალური უწყებების ჩართვას სასჭიროებს.
საბჭომ ასევე
საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, ადმინისტრაციული ხარჯების
შესამცირებლად მუნიციპალიტეტებში დაგეგმილ ღონისძიებებზე, ელექტრონული
საქმისწარმოების დანერგვის პროცესებსა და ზაფხულის
საკურორტო-ტურისტული სეზონისათვის მზადებისა და დაგეგმილი აქტივობების
შესახებ იმსჯელა.
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს სხდომას ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორ აკაკი მაჭუტაძესთან ერთად, ახალციხის მერი გიორგი კოპაძე და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
|