18 მარტს, ადიგენის მუნიცპალიტეტის სოფელ იჯარეში ხმაური იყო. ადგილობრივებმა სტიქიის შედეგად მიღებული ზიანის ასანაზღაურებლად მთავრობის მიერ გამოყოფილი კონპენსაციების განაწილება გააპროტესტეს. საქმე ეხება 2014 წლის სექტემბრის თვეში დაფიქსირებულ ძლიერ სეტყვას, რის შედეგადაც 8 სოფელი დაზარალდა.
ხმაური ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ იჯარეთში კომპენსაციების განაწილებამ გამოიწვია. მაცხოვრებლები ადგილობრივ თვითმმართველობას მთვარობის მიერ გამოყოფილი თანხით შეძენილი პროდუქტების არასწორად განაწილებას ედავებიან. საქმე ეხება 2014 წლის 14 სექტემბერეს ადიგენში დაფიქსირებულ ძლიერ სეტყვას, რის შედეგადაც მუნიციპალიტეტში 8 სოფელს მოსახლეობა დაზარალდა. კონპენსაციის სახით მათ ხელისუფლებისაგან სურსათის პაკეტი გადაეცათ.
მთავრობისგან მიღებულ კომპენსაციაზე, კმაყოფილებას გამოთქვამენ სოფელ იმერთუბნის მაცხოვრებლები, თუმცა აქვე აღნიშნავენ, რომ კონპენსაციების არათანაბრად განაწილების გამო, მოსახლეობაში დაძაბულობა გაჩნდა.
გასული წლის 14 სექტემბერს მომხადარი სტიქიის გამო, ადიგენის დასახლებებში არა მხოლოდ სასოფლო–სამეურნეო ნარგავები, არამედ ინფრასტრუქტურაც დაზიანდა. მუნიციპალიტეტში პროდუქციის ზარალმა მილიონ 57 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო ინფრასტრუქტურის კუთხით– 35 ათასს მიაღწია. სახელმწიფო რწმუნებული სამცხე–ჯავახეთის მხარეში განმარტავს, რომ მოსახლეობისათვის კომპენსაციის ნატურალური სახით ანაზღაურება თავად მთავრობის გადაწყვეტილება იყო.
იმის შესახებ, რომ ადიგენის სოფლებში კომპენსაცია არასათანადოდ გადაწილდა, დღეს, 18 მარტს, პარლამენტის სხდომაზე ადიგენის დეპუტატმაც გააჟღერა. ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის შესახებ ტენდერი არ გამოაცხადა და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, ხელშეკრულების საფუძველზე გადაანაწილა. მისივე თქმით, პროდუქტები მოსალხეობამ დაგვიანებით და არათანაბრად მიიღო.
ჩილინგარაშვილის ბრალდებებს უარყოფს ადიგენის მუნციპალიტეტის გამგებელი, ზაქარია ენდელაძის თქმით, თანხა მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის 29 იანვარს გამოიყო. მისივე განმარტებით, მთავრობის ფონდიდან გამოყოფილი თანხა, ტენდერის გამოცხადებას არ ექვემდებარებოდა. შესაბამისად, მოსახლეობას ზარალი 30 %–ით აუნაზღაურდა.
ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქია მიმდინარე წლის 14 სექტემბერს დაფიქსირდა, რა დროსაც 8 სოფელმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო. ნახევარსაათიანი გადაუღებელი ნალექის შედეგად, ხეხილის ბაღები, ვენახი, ბოსტნეული და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები განადგურდა. დაზიანდა სოფლამდე მისასვლელი გზები, ხიდები და საცხოვრებელი სახლები. ზარალის საერთო ოდენობამ მუნიციპალიტეტში 1 091 000 ლარზე მეტი შეადგინა.
|