საქართველოდან დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა
საქართველოს პარლამენტის დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში გაემგზავრნენ. დელეგაცია 9 პოლიტიკოსისგან შედგება, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს.
დელეგაცია საქართველოში სავარაუდოდ, შაბათს საღამოს, ან კვირას დილით დაბრუნდება.
შალვა პაპუაშვილთან ერთად კიევში გაემგზავრნენ უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.