საქართველოს პრემიერ მინისტრი უკვე ახალციხეში,
სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი
რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას რამდენიმე წუთში
დაიწყებს. მასთან შესახვედრად რეგიონის 7–ვე
მუნიციპალიტეტის პირველი პირები და ბიზნესმენები მივიდნენ.
პრემიერის გარდა, შეხვედრაზე ქვეყნის სხვა ხელმძღვანელი პირებიც ჩამოვიდნენ. ამ დროისათვის სამხარეო ადმინისტრაციაში იმყოფებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური.
პრემიერ-მინისტრი რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციას ეტაპობრივად ყველა რეგიონში გამართავს.
|