აღდგომის დღესასწაულზე პრეზიდენტმა მსჯავრდებულები შეიწყალა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით რვა მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ისინი პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.