საჯარო მოხელეთა გადამზადება დაიწყო. შვიდივე მუნიციპალიტეტის საქმის მწარმოებლები, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრენინგებს, სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გადიან . მათ გადამზადებას ჟვანიას სკოლის წარომადგენლები ორი დღის განმავლობაში უზრუნველყოფენ. ტრენინგი სამ ეტაპად ტარდება, რომლის ფარგლებშიც გადამზადებას 70 ადგილობრივი თვითმართველობის მოხელე გაივლის.
„საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის ოპერირების სასწავლო კურსის ” დასრულების შემდგე, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი ქეთევან ჯაყელის განმარტებით, საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემა არის საჯარო დაწესებულებებში საქმისწარმოებისა და დოკუმენტბრუნვის ერთ–ერთი ყველაზე ინოვაციური, სრულყოფილი და პროგრესული პროდუქტი, რომლის მიზანი საქმისწარმოების პროცესების მაქსიმალური გამარტივება, ხელმისაწვდომობა და კომპიუტერიზაციაა. ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სამცხე–ჯავახეთის სამხარეო აპარატთან 2014 წლის ნოემბრის თვიდან თანამშრომლობს.
|