SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
ახალციხეში ხელისუფლების მიერ დაფინანსებული 5 პროექტი განსაზღვრულ ვადაში ვერ შესრულდა
შეუსრულებელი ვალდებულება თუ  პროექტების ჩავარდნის ობიექტური მიზეზები– 2014 წელს, როგორც ქალაქ ახალციხის, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაფინანსებული ვერცერთი პროექტი დასრულდა. მათთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაემატა, შესაბამისად სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით მიმდინარეობს. ადგილობრივ თვითმმართველობებში ამბობენ, რომ სამუშოები კლიმატური პირობების გამო შეფერხდა, თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ ოპოზიის წევრებს. სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება; პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება; ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; გვარამაძის ქუჩაზე  გზისა და სანიაღვრე არხის, ასევე  გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია – ეს ის პროექტებია, რომელთა შესასრულებლადაც 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეში 3 მილიონამდე ლარი გამოყო, თუმცა სამუშოები განსაზღვრულ ანუ 1 წლიან ვადაში ვერ შესრულდა,

შეუსრულებელი ვალდებულება თუ  პროექტების ჩავარდნის ობიექტური მიზეზები– 2014 წელს, როგორც ქალაქ ახალციხის, ასევე მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ინფრასტრუქტურის სამინისტროდან დაფინანსებული ვერცერთი პროექტი დასრულდა. მათთვის გამოყოფილი თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტს დაემატა, შესაბამისად სამუშაოები ერთი წლის დაგვიანებით მიმდინარეობს. ადგილობრივ თვითმმართველობებში ამბობენ, რომ სამუშოები კლიმატური პირობების გამო შეფერხდა, თუმცა საწინააღმდეგო მოსაზრება აქვთ ოპოზიის წევრებს.

სოფელ ღრელის ცენტრალური გზის მოასფალტება; პამაჯი-წყალთბილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია-მოასფალტება; ზარზმელის ქუჩის რეაბილიტაცია და საკანალიზაციო ქსელის მოწყობა; გვარამაძის ქუჩაზე  გზისა და სანიაღვრე არხის, ასევე  გადასასვლელი ხიდის რეაბილიტაცია – ეს ის პროექტებია, რომელთა შესასრულებლადაც 2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხეში 3 მილიონამდე ლარი გამოყო, თუმცა სამუშოები განსაზღვრულ ანუ 1 წლიან ვადაში ვერ შესრულდა, ამიტომ პროექტები გარდამავალი გახდა და სამუშაოები მიმდინარე წელს განახლდა. აღნიშნული 5 პროექტიდან 2 მათგანზე პასუხისმგებლობა ახალციხის მუნიციპალიტეტს ეკისრება.  გამგებელი, ზაზა მელიქიძე განმარტავს, რომ პროექტები კლიმატური პირობების გამო ვერ დასრულდა და სამუშოები აპრილის თვიდან განახლდება.

იგივე მიზეზი და 3 დაუსურულებელი პროექტი დარჩა ქალაქ ახალციხის მერიაში. 173 ათასამდე გვარამაძის ქუჩის მოასფალტებისათვის, დაახლოებით 121 000 ამავე ქუჩაზე არსებული ხიდის, ხოლო 585 000–მდე ლარი  ზარზმელის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის – სამინისტროდან გამოყოფილი აღნიშნული თანხების ნაწილი მერიას აუთვისებელი დარჩა. მერის მოადგილე, ზაზა გელაძე პრობლემების მიზეზად  კლიმატურ პირობებსა და მიწისქვეშა კომუნიკაციებს ასახელებს. ამბობს, რომ ქუჩებზე სამუშოები მიმდინარე წელს განახლდა და მარტის თვეში პროექტებს შესრულებულს ჩაიბარებენ.

2014 წელს შეუსრულებელ პროექტებიდან სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ორ მათგანს ასახელებს. ავთანდილ კაჭკაჭაშვილის თქმით, გასულ  წელს  მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მხოლოდ  ღრელის გზის კეთილმოწყობა, ხოლო ქალაქის მასშტაბით, გვარამაძის ქუჩის რეაბილიტაცია  ვერ მოესწრო. რაც შეეხება წყალთბილის გზას, მისი თქმით, სამუშაოები დასრულებულია,  ზარზმელის ქუჩის მოწესრიგებისათვის განსახორცილებელ სამუშოებს კი იგი გასული წლის პროექტად არ მიიჩნევს, რადგან  მშენებელ კომპანიასთან ხელშეკრულება 2015 წელს გაფორმდა, მიუხედავად იმისა, რომ პროექტი სამინისტროდან გასულ წელს დაფინანსდა და ტენდერი იმავე წელს იყო გამოცხადებული.

იმ ფაქტს, რომ ახალციხის მასშტაბით პროექტების ჩავარდნის მიზეზად ადგილობრივ თვითმმართველობებში კლიმატური პირობები დასახელდა, გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის რეგიონული კოოორდინატორი, ჯიმშერ გოგოლაური არ იზიარებს. იგი ვარაუდიობს, რომ  პროექტები ხელოვნურად გაჭიანურდა, რადგაც მშენებარე ფირმებსა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის კორუმპირებული გარიგება მიმდინარეობდა.

შეუსრულებელი სამუშოებისა და ჩავარდნილი პროექტების შესახებ საუბრობენ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ოფისშიც. პარტიის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე, რომელსაც წინა წლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობა ეკავა, ამბობს, რომ 2012 წლიდან პროქტების უმრავლესობა შეუსრულებელი რჩება.   მისი თქმით, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ არაფერი გაკეთებულა ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, პროექტები ჩავარდა წყლის  და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისათვისაც. ამის მიზეზად, გელა დემეტრაძე თანამდებობის პირების მხრიდან უპასუხისმგებლობასა და საქმის მიმართ არასერიოზულ დამოკიდებულებას ასახელებს.

2014 წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალციხის მუნიციპალიტეტისა და მერიის მასშტაბით, მხოლოდ აღნიშნული 5 პროექტი დააფინანსა. ყველა მათგანი იმავე წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა გეგმა ვერ შესრულდა. იმ ფაქტს, რომ რეგიონებში პროექტები დაუმთავრებელი რჩება 5 მარტს პრემიერ–მინისტრიც გამოეხმაურა. მისი თქმით, განუხორციელებელი სამუშოების გამო პასუხისგება მერებს, გამგებლებსა და მხარის გუბერნატორებს მოუწევთ. ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში მიიჩნევენ რომ პრემიერ–მინისტრის განცხადება ახალციხის არც მუნციპალიტეტსა და არც მერიას ეხება.


Print E-mail
Facebook Twitter
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« იანვარი  »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/marsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터pornAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025olimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftcasibom güncel girişfree live tv streamingบาคาร่า1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기matadorbetmegabahisdizipaltürk ifşa킹콩티비tipobet스마일퀄리티holiganbetmatadorbetmatadorbetjojobethuqqabetสล็อตเว็บตรงmatbetbahis siteleri 2025jojobetgiftcardmall/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftjojobetbetpascasibomcasibom girişjojobetholiganbet 1182www.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftCasibomwww.mcgift.giftcardmall.com balancewww.mcgift.giftcardmall.com balancetm menards loginroyalbetsekabetholiganbetcasibomcasibomcasibom girişbets10jojobetbetpassahabetumzugsfirma wiengrandpashabethttps://vozolturkiyedistributoru.com/collections/tereacasibom9018Casibomdizipalmarsbahisjojobetjojobetmarsbahiskralbetjojobetultrabet girişalanya escortJojobetcasibomjojobetgiftcardmall/mygiftbetlike girişkingbet188 slotultrabetdeneme bonusu veren siteler 2026все казиноcasibom1xbet girişdinamobettipobetGalabetbets10sekabet girişmarsbahis girişextrabetjojobet girişjojobet girişiptv satın aljojobet girişgrandpashabet girişmatbetvdcasinoslotdayjojobetjojobetmeritkingmatbetbetpark twitterbetpasbetpassekabetJojobetmagic mushroomscratosroyalbettaraftarium24grandpashabet girişjojobetStreameastkiralık hackerbetpaselexbetcasibomcasibomdeneme bonusump3 juicematbetTv96, Tv96 Live, 96TV, TV 96, Streaming, Links, Football English tvcasibomcasibomultrabet girişholiganbetholiganbet girişlunabet girişjojobet