რატომ არ უშვებდნენ ჟურნალისტებს ადიგენის საკრებულოს სხდომაზე?
13:08 / 05.03.2015
4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა,
სადაც დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით საკრებულოს თავმჯდომარე
გადააყენეს. სხდომის გადასაღებად, ადიგენის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ შენობაში მისული სატელევიზიო ჯგუფი დაცვის პოლიციამ
სხდომათა დარბაზში არ შეუშვა. იმ პერიოდში, როდესაც ფარული კენჭისყრა
მიმდინარეობდა, დაცვის წევრმა მედიას ჯერ 2 წუთით მოცდა, დაახლოებით
20 წუთის შემდეგ კი შენობის დატოვება მოსთხოვა. ჟურნალისტი შეეცადა
მისთვის აეხსნა, რომ სხდომა ღია იყო და მასზე დასწრება ყველა მსურველს
შეეძლო, თუმცა დაცვის წევრი იმეორებდა, რომ უფროსის დავალება
ჰქონდა შენობაში ჟურნალისტები არ შეეშვა. კითხვაზე, თუ ვინ იყო
ე.წ ,,უფროსი”, იგი არ პასუხობდა. ჟურნალისტები საქმის გარკვევას
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან შეეცადნენ, თუმცა
მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ნახევარ საათიანი ლოდინისა და ადგილობრივი
თვითმმართველობის პირველ პირებთან სატელეფონო ზარების შემდეგ, საქმეში
ნაციონალური მოძრაობის წევრები და თავად ყოფილი თავმჯდომარე, ლევან
ლობჯანიძე ჩაერია, რის შემდეგაც მედიას გადაღების საშუალება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს სხდომები ღიაა
და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია მედიასა და საზოგადოებას
სხდომის გამართვის შესახებ წინასწარ აცნობოს. (ტელეკომპანია ,,მე–9
არხი” კადრების ხარისხის გამო ბოდიშს გიხდით, რადგან იგი არა
სატელევიზიო, არამედ სამოყვარულო კამერით არის გადაღებული)
4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სხდომა გაიმართა,
სადაც დეპუტატებმა იმპიჩმენტის წესით საკრებულოს თავმჯდომარე
გადააყენეს. სხდომის გადასაღებად, ადიგენის მუნიციპალიტეტის
ადმინისტრაციულ შენობაში მისული სატელევიზიო ჯგუფი დაცვის პოლიციამ
სხდომათა დარბაზში არ შეუშვა. იმ პერიოდში, როდესაც ფარული კენჭისყრა
მიმდინარეობდა, დაცვის წევრმა მედიას ჯერ 2 წუთით მოცდა, დაახლოებით
20 წუთის შემდეგ კი შენობის დატოვება მოსთხოვა. ჟურნალისტი შეეცადა
მისთვის აეხსნა, რომ სხდომა ღია იყო და მასზე დასწრება ყველა მსურველს
შეეძლო, თუმცა დაცვის წევრი იმეორებდა, რომ უფროსის დავალება
ჰქონდა შენობაში ჟურნალისტები არ შეეშვა. კითხვაზე, თუ ვინ იყო
ე.წ ,,უფროსი”, იგი არ პასუხობდა.
ჟურნალისტები საქმის გარკვევას საზოგადოებასთან ურთიერთობის
სამსახურთან შეეცადნენ, თუმცა მდგომარეობა უცვლელი დარჩა. ნახევარ
საათიანი ლოდინისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველ პირებთან
სატელეფონო ზარების შემდეგ, საქმეში ნაციონალური მოძრაობის წევრები და
თავად ყოფილი თავმჯდომარე, ლევან ლობჯანიძე ჩაერია, რის შემდეგაც
მედიას გადაღების საშუალება მიეცა.
შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულოს სხდომები
ღიაა და ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია მედიასა და
საზოგადოებას სხდომის გამართვის შესახებ წინასწარ აცნობოს.
(ტელეკომპანია ,,მე–9 არხი” კადრების ხარისხის გამო ბოდიშს გიხდით,
რადგან იგი არა სატელევიზიო, არამედ სამოყვარულო კამერით არის
გადაღებული)
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.