პოლიტიკა
ევროპარლამენტი ევროსაბჭოს მოუწოდებს, ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს
ევროპარლამენტი ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს მოუწოდებს, ბიძინა ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესების საკითხი განიხილოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში არის ნათქვამი.
ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შესწორება რეზოლუციაში, სადაც ბიძინა ივანიშვილზეც არის საუბარი. შესწორების თანახმად, ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმ დესტრუქციული როლის გამო, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში ქვეყნის ერთადერთი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი ასრულებს და კონტროლის დონეზე, რომელსაც ის ახორციელებს მთავრობასა და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ოპონენტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე; რეზოლუციის თანახმად, ევროპარლამენტი ღრმად შეშფოთებულია ივანიშვილის მიერ გამოვლენილი პირადი და საქმიანი კავშირებით კრემლთან, რაც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის პოზიციას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მიმართ; ასევე მოუწოდებს ევროპულ საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ „ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო“.
interpressnews.ge
გააზიარეთ :