პოლიტიკა
ეს ბიჭი, ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება - კარლ ბილდტი
შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი "რელსებიდან გადავიდა".

ბილდტი „ტვიტერზე“ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას აზიარებს, სადაც საქართველოს პრემიერი ამბობს, რომ „კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ბიუჯეტიდან, დღეს კი გამოდის და გვმოძღვრავს“.

„ეს ბიჭი - მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე - რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.


ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული. როგორც პრემიერმა პარლამენტში, მოხსენებისას აღნიშნა, მან ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების ვინაობა იცის. ღარიბაშვილმა ერთ-ერთ მათგანად შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი დაასახელა.

ბიუჯეტიდან მოსყიდული ლობისტების სახელები და გვარები მაქვს. ყველაზე ყველაფერს გეტყვით. ბიუჯეტიდან თქვენ მილიონებს უხდიდით კარლ ბილდტს მაგალითად. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას აქვს მილიონები წაღებული თქვენი მმართველობის დროს, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს. გადაეცით ახლა ეს დღესვე. ახლავე დაიწყეთ წერა. გადაეცით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
Print E-mail
Facebook Twitter
სხვა სიახლეები
ამინდი
ახალციხე 15 °C
img
ახალქალაქი 12 °C
img
ასპინძა 15 °C
img
ადიგენი 21 °C
img
ბორჯომი 19 °C
img
თბილისი 20 °C
img
აბასთუმანი 12 °C
img
ბაკურიანი 12 °C
img
ნინოწმინდა 12 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
RUB
RUB
100
3.2024
TRY
TRY
1
0.2316
USD
USD
1
3.2054
AMD
AMD
1000
6.5879
კალენდარი
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.