ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და დაუყოვნებლივ სამსახურში აღდგენა – ეს ის მოთხოვნებია, რომლებსაც მუნიციპალიტეტის საკრებუოლოს წევრი და ,,თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენელი, შალვა გოგოლაძე ადგილობრივ თვითმმართველობას უყენებს. ამასთან დაკავშირებით, 10 თებერვალს ახალციხის რაიონულ სასამართლოში პროცესი გაიმართა, თუმცა საქმის განხილვა 20 თებერვლისათვის გადაიდო.
როგორც შალვა გოგოლაძე განმარტავს, საჭირო გახდა საქმეში ის პირი ჩაერთოს, რომელმაც მისი თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, იმავე პოზიცია, მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტი დაიკავა. მისივე თქმით, გელა პეტაშვილის პროცესში ჩართვა აუცილებელია, რასაც თავად კანონი მოითხოვს.
,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პოლიტიკურ ანგარიშწორებაში ადანაშულებს. კერძოდ, საქმე ეხება 2014 წლის 21 ნოემბერს ქალაქის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ,,თავისუფალი დემოკრატების“ წევრი შალვა გოგოლაძე მერიის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტიდან გადააყენს. გოგოლაძის გათავისუფლების მოთხოვნით, საკრებულოში განცხადება ფრაქცია “ქართულმა ოცნებამ” შეიტანა. სპეციალურად გამართულ სხდომაზე საკითხს მხარი 15 დეპუტატიდან 10–მადაუჭირა.
შალვა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული ფაქტი ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან უკანონობა იყო და მისი გათავისუფლება მხოლოდ იმ მოტივით განხორცილედა, რომ ,,თავისუფალი დემოკრატები“ ,,ქართული ოცნების შემადგელობაში აღარ შედიან.
|