ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის” წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, სხდომა
დეპუტატთა წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაინიშნა, რის გამოც, მათ
საკითხების გაცნობისათვის დრო არ ეყოთ. “ნაციონალური მოძრაობის”
წარმომადგენელთა განმარტებით, ბიუროს სხდომა ყოველთვის საკრებულოს
სხდომამდე ერთი საათით ადრე მიმდინარეობს, რაც კანონის დარღვევაა. მათ
სხდომის გადადება მოითხოვეს, რაც საკრებულოს თავმდომარემ არ
დააკმაყოფილა. საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით ერთი
საკითხი გავიდა. იგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზებისა და წყლის
სისტემის მოწესრიგებისთვის, ექვსი პროექტის სამ წელზე გადანაწილებას
შეხებოდა. საკითხს სხდომაზე დარჩენილმა დეპუტატებმა მხარი ერთხმად
დაუჭირეს.
ახალციხის
მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”
წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, სხდომა დეპუტატთა
წინასწარი გაფრთხილების გარეშე დაინიშნა, რის გამოც, მათ საკითხების
გაცნობისათვის დრო არ ეყოთ.
“ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელთა განმარტებით, ბიუროს
სხდომა ყოველთვის საკრებულოს სხდომამდე ერთი საათით ადრე
მიმდინარეობს, რაც კანონის დარღვევაა. მათ სხდომის გადადება
მოითხოვეს, რაც საკრებულოს თავმდომარემ არ დააკმაყოფილა.
საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დღის წესრიგით ერთი საკითხი
გავიდა. იგი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, გზებისა და წყლის სისტემის
მოწესრიგებისთვის, ექვსი პროექტის სამ წელზე გადანაწილებას შეხებოდა.
საკითხს სხდომაზე დარჩენილმა დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.