პოლიტიკა
"თავისუფალი რუსეთის კონგრესზე" საქართველოს ვანო მერაბიშვილი წარმოადგენდა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვილნიუსში გამართულ "თავისუფალი რუსეთის კონგრესში“. ამის შესახებ ინფორმაცია მერაბიშვილმა "ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.
“ვილნიუსში იმართება "თავისუფალი რუსეთის კონგრესი," რომელშიც მონაწილეობს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი და მიხარია, რომ საქართველოც წარმოდგენილია "პუტინის მოწინააღმდეგეთა" რიგებში”, - წერს მერაბიშვილი.
მომხსენებელთა და სტუმართა შორის იყვნენ მიხაილ ხადარკოვსკი, ანდრიუს კუბილიუსი, ოლექსეი არესტოვიჩი, გარი კასპაროვი და სხვები.კონგრესში მონაწილეობდნენ ის ადამიანები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ომს. მათ შორის, რუსი ოპოზიციონერები და სამოქალაქო აქტივისტები.
გააზიარეთ :