ბოლო დღეებში გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა - ალექსანდრე დარახველიძე
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შემოსული რუსი მოქალაქეების თითქმის 60% საქართველოს სატრანზიტოდ იყენებს და გზას სხვა მიმართულებით განაგრძობს. ბოლო დღეებში კი შემომსვლელთა ნაკადმა პრაქტიკულად განახევრდა.
„მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს ის გარემოება, რომ ბოლო დღეებში მნიშვნელოვნად შემცირდა რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში და დაუბრუნდა წინა პერიოდის ნიშნულს და მერყეობს 6 ათასის ფარგლებში. ამავე დროს გაიზარდა ქვეყნიდან გამსვლელი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების რაოდენობა და თითქმის უტოლდება შემოსულთა რაოდენობას“, - აცხადებს შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.
რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ძირითადად დარიალის ხეობიდან შემოდიან. საქართველოში შემომსვლელთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა 2022 წლის 22 სექტემბრის შემდეგ, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. ხალხის ნაკადის გასაკონტროლებლად იქ პოლიციის ჯგუფებია მობილიზებული.