ახალციხის საკრებულოში ფრაქცია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ერთი კვირაა დავით ახალკაცი თავმჯდომარეობს. ყოფილი თავმჯდომარე მარიამ დალალიშვილი, ფრაქციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობს. ამბობს, რომ დაპირისპირების გამო ფრაქცია და პარტია ერთდროულად დატოვა და ახალციხის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება. განხეთქილების მიზეზად კი დავით ახალკაცთან დაპირისპირებას ასახელებს.
მარიამ დალალიშვილის ბრალდებები მოულოდნელი აღმოჩნდა დავით ახალკაცისთვის. მეცხრე არხისთვის მიცემულ ინტერვიუში ფრაქციის თავმჯდომარე განმარტავს, რომ მარიამ დალალიშვილს ბოლო პერიოდში წყენის კვალი ეტყობოდა, თუმცა ამის შესახებ მას არც იურიდიული კომიტეტისა და არც პოლიტსაბჭოსთვის მიუმართავს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის პოზიციას დაახლოებით ერთი კვირაა მე ვიკავებ. კარგი იქნებოდა წყენის შესახებ არა ჟურნალისტებისგან, არამედ პირადად მისგან გაგვეგო. დავილაპარაკებთ, გავარკვევთ და საჭიროების შემთხვევაში ბრიფინგიც შეიძლება ჩავნიშნოთ“,- ამბობს დავით ახალკაცი.
2022 წელს მეორე შემთხვევაა, როცა ახალციხის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტია დეპუტატმა დატოვა. მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება ნონა ქოზაშვილმა მიიღო და ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის პოზიცია პარტიასთან ერთად მაისში დატოვა. ქოზაშვილი ახლა საკრებულოში დამოუკიდებელი დეპუტატია. მომხდარის შესახებ კომენტარს არ აკეთებს და აცხადებს, რომ პარტიულ საქმიანობაში აღარ ერევა და მშვიდად აგრძელებს საქმიანობას.
მარიამ დალალიშვილმა ფრაქციის თავმჯდომარის პოზიცა მიმდინარე წლის ივნისში დაიკავა და სამსონ ბალიაშვილი ჩაანაცვლა. ცვლილების მიზეზი სასამართლოს გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც დეპუტატი სამსონ ბალიაშვილი მოქალაქის ცემისთვის დამნაშავედ ცნო და ჯარიმა დააკისრა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 43 მუხლის თანახმად კი, საკრებულოს დატოვება მოუწია.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.