პოლიტიკა
გაეროს გენმდივნის მოადგილე მოსკოვში ჩავიდა - რუსული მედია
რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე ჰუმანიტარულ საკითხებში, მარტინ გრიფიტსი, მარცვლეულის ექსპორტზე მოლაპარაკებებისთვის მოსკოვში ჩავიდა.
Тасс წერს, რომ გრიფიტსი გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის გენერალურ მდივანთან, რებეკა გრინსპანთან, ერთად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, სერგეი ვერშინინთან მართავს მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, ივლისში გაერო, რუსეთს, უკრაინასა და თურქეთს შორის გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, უკრაინიდან 7.5 ტონა მარცვლეულისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის ექსპორტი მოხდა.
შეთანხმება ხელმოწერიდან 120 დღის განმავლობაში გრძელდება და ვადა მომავალ თვეს ეწურება.
გარდა ამისა, კვირის დასაწყისში გრიფიტსმა განაცხადა, რომ ის დარწმუნებულია, რომ შეთანხმება შესაძლოა გახანგრძლივდეს.
გააზიარეთ :