სახალხო ბიუჯეტირებისთვის მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტიდან განისაზღვოს 3% - ინიციატივა, ახალციხეში, 29 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს სხდომაზე, ფრაქცია ,,საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ წარადგინა. მარინა აბულაძის თქმით, უცხოური გამოცდილება აჩვენებს, რომ მსგავსი ინიციატივები მოქალაქეებს უფრო აქტიურსა და პროცესებში ჩართულს ხდის.
,,მერიამ შეიმუშავოს გეგმა, როგორ შეძლებს მოქალაქეების ჩართულობას სახალხო ბიუჯეტირების პროცესში“ - აღნიშნა გახარიას პარტიის წარმომადგენელმა.
მარინა აბულაძეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ უპასუხა. დავით ტაბატაძის თქმით, ახალციხეში ,,ნებისმიერი პროგრამა და მითუმეტეს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ადამიანზეა მორგებული“. სახალხო ბიუჯეტირება მუნიციპალიტეტებში - პარტია „საქართველოსთვის“ საკანონმდებლო ინიციატივაა. კანონპროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმის შექმნას სახალხო ბიუჯეტირების სახით.
სახალხო ბიუჯეტირება გულისხმობს მოსახლეობის თვითმმართველობის განხორციელებაში პირდაპირ და უშუალო მონაწილეობით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში არსებული განსაზღვრული ოდენობის თანხის განკარგვას. თავის მხრივ, მუნიციპალიტეტის საკრებულო ვალდებული იქნება განსაზღვროს სახალხო ბიუჯეტირების განსახორციელებლად სპეციალური ოდენობის თანხა, რომელიც არ უნდა იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 3% -ზე ნაკლები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.