პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილის სახლებთან აქციები გაგრძელდება - ენმ
აბასთუმნის შემდეგ, ხვალ, მთავრობის ადმინისტრაციასთან, ასევე, შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან და მსოფლიოს რამდენიმე დედაქალაქში, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქციები გაიმართება. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აქციები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. დედაქალაქში გაიმართება მსვლელობა მთავრობის ადმინისტრაციიდან ბიძინა ივანიშვილის სახლისკენ.
„ნიუ-იორკში, ვაშინგტონში, ბერლინში, ბრიუსელში, ჰააგაში, სტოკჰოლმში, ათენში, ბარსელონასა და საქართველოს საელჩოებთან და საკონსულოებთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება მისი სიცოცხლის გადასარჩენად”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გააზიარეთ :