პოლიტიკა
NDI: მოსახლეობის 39% ამბობს, რომ მათ შეხედულებებთან ახლოს არცერთი პარტია არ დგას
NDI-ის (ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის) საზოგადოებრივი აზრის ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
კითხვაზე, რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, პასუხები ასე გადანაწილდა:
- არც ერთი - 39%
- ქართული ოცნება - 25%
- უარი პასუხზე - 10%
- არ ვიცი - 7%
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 6
- სხვა პარტიები - 13%
NDI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში - ქვეყნის მასშტაბით. (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2 519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია.
გააზიარეთ :