ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში 7 შტატი გაუქმდა. ამის შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი ლაზარაშვილმა, 27 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით ცვლილებები თანამშრომლების დაწინაურების გამო განხორციელდა.
იხილეთ გაუქმებული შტატების ჩამონათვალი:
III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში;
III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში;
III რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი მუნიციპალური ქონების მართვის საკითხებში;
III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ეკონომიკური დაგეგმვის საკითხებში;
III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი ურბანული დაგეგმარების საკითხებში;
III რანგის, პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი გენდერის საკითხებში;
III რანგის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი სპორტის საკითხებში;
გარდა ამისა საკრებულოს სხდომაზე განიხილეს საკითხი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნატო დარბაიძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ცნობის შესახებ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საარჩევნო სააგიტაციო მასალების (პლაკატების) განთავსების რეგულირების შესახებ, „ახალციხის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ და სხვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.