თბილისისთვის კარი ღიაა - სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო უწყება მუშაობს მეორე შეხვედრის მოწვევაზე 3+3 ფორმატში, რომლის ფარგლებშიც თბილისის კარი ღია რჩება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან მოლაპარაკების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა.
მისი მტკიცებით, დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე.
,,ქართული მხარე ჯერ კიდევ ფიქრობს ამ ფორმატში გაწევრიანებაზე, მაგრამ პირველი შეხვედრა უკვე შედგა. თბილისისთვის კარი ღიაა, ახლა ვმუშაობთ 3+3 ფორმატის მეორე შეხვედრის მოწვევაზე. დასავლეთი უკვე აქტიურად მუშაობს ამ სტრუქტურის ძირის გამოთხრაზე, რომელმაც ახლახან დაიწყო ჩამოყალიბება", - თქვა ლავროვმა.
ეს ფორმატი 2021 წელს ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ ერდოღანის ინიციატივით დაიწყო, თუმცა საქართველომ უარი თქვა მონაწილეობაზე იმ მიზეზით, რომ რუსეთთან ერთად სამშვიდობო პლატფორმაში ვერ ჩაერთვებოდა.