პოლიტიკა
საქართველოს პრემიერმა ისაუბრა საშიშროებაზე, რომელიც უკრაინიდან მოდის" - რუსული მედია ღარიბაშვილის განცხადებებზე
რუსული მედია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დღეს, 24 მარტს, პარლამენტში გაკეთებულ განცხადებებს აშუქებს და მას საკუთარი პროპაგანდისთვის იყენებს.
,,საქართველოს პრემიერმა ისაუბრა საშიშროებებზე, რომელიც უკრაინიდან მომდინარეობს"- ამ სათაურით სტატიას რუსეთის სახელისუფლებო სააგენტო "სპუტნიკი" ავრცელებს.
რუსული გამოცემა ხაზს უსვამს პრემიერის სიტყვებს, რომ ,,საქართველო ომს ვერ გადაურჩება", რომ ,,ქვეყანაში ახალი კონფლიქტის დაწყება მესამე მსოფლიო ომის დაწყებას უდრის" და რომ ,,მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში, ოპოზიციურ პარტია "ნაციონალურ მოძრაობასთან" არის კოორდინირებული".
,,ღარიბაშვილს სჯერა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნება მიზნად ისახავს რევოლუციური გზით ძალაუფლებაში მოსვლას და ქვეყნის სამხედრო კონფლიქტში ჩათრევას" - წერს "სპუტნიკი".
ღარიბაშვილის განცხადებები არც კიდევ ერთ სამთავრობო მედიას გამორჩენია.
,,ირაკლი ღარიბაშვილი ეჭვობს, რომ მომზადდა შეთქმულება, რათა მისი ქვეყანა რუსეთთან კონფლიქტში ჩაებას და ამის დასტურად საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციები დაასახელა, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან აქტიურად დაიწყო" - წერს "ტასი".
გააზიარეთ :