31 მარტს პარლამენტში სალომე ზურაბიშვილს მოუსმენენ
მიმდინარე კვირას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებით გამოვა.
პრეზიდენტის მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე 31 მარტს მოუსმენენ
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე კვირა არასასესიო კვირაა, პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართავს.