მოგონილი აქციაა, ომის ვის უნდა ამ ქვეყანაზე - ვაჟა ჩიტაშვილი
19:11 / 30.04.2023
რესპუბლიკის მოედანზე აქცია სახელწოდებით - "მოვდივარ" მიმდინარეობს, რომლის სლოგანია: "საქართველო უპირველეს ყოვლისა". აქციის ორგანიზატორია მოძრაობა "აი უცნობი". აქციის მონაწილეების განცხადებით, შეკრების მიზანი ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკის მხარდაჭერაა. აქციის მონაწილეებს ადგილზე მოტანილი აქვთ საქართველოს დროშა. რესპუბლიკის მოედანზე დამონტაჟებულია სპეციალურად მოწყობილი სცენა და მონიტორი, სადაც მანამდე, ადგილზე შეკრებილები საფეხბურთო კლუბ "ნაპოლის" თამაშს უყურებდნენ. საპროტესტო აქციის გამო, საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. ამჟამად ადგილზე შეკრებილებს სიტყვით აქციის ორგანიზატორები მიმართავენ. თბილისში, უცნობის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციას რეგიონებიდან, მათ შორის სამცხე-ჯავახეთიდანაც შეუერთდნენ. ამის შესახებ მხარის გუბერნატორის მოადგილემ და მომღერალმა ზურა ხაჩიძემ განაცხადა. ხაჩიძესთან ერთად დედაქალაქში უკვე გაემგზავრნენ სხვა საჯარო მოხელეები და სახელისუფლებო პარტიის მხარდამჭერები. დაგეგმილ აქციას აპროტესტებენ ოპოზიციის წარმომადგენლები. ენმ-ს წევრი ვაჟა ჩიტაშვილი აქციას მოგონილს უწოდებს.
აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, „მოვდივარ“ - ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს - მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, - ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.