დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს მიმართავს
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 13 - წლიანი პაუზის შემდეგ, ევროპარლამენტს მიმართავს.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტის გამოსვლა თბილისის დროით 17:00 საათზე იგეგმება.
საქართველოს პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრები უკვე გამართა ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობების პირებთან: ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან.იგეგმება შეხვედრა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუები საერთაშორისო მედიასთან.