,,ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დღეს, ავტომობილებითა და დროშებით, ქალაქ ახალციხესა და სოფლებში, მთელი დღის განმავლობაში გადაადგილდებოდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიას ქალაქში საგზაო მოძრაობის შეფერხება მოჰყვა, რომელსაც საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებდნენ. საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღე დარჩა. წინასაარჩევნო აგიტაცია კანონით, კენჭისყრის დღეს წყდება.
|