ბირთვული სახელმწიფოები სამშობლოს დასაცავად ომში არასდროს და არავისთან დამარცხებულან - დიმიტრი მედვედევი
ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს წაუგიათ ომი, რომელსაც სამშობლოს დასაცავად აწარმოებდნენ, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.
"რამდენიმე ხნის წინ დავწერე აქ, ჩემს „ტელეგრამ“ არხზე: "ბირთვული სახელმწიფო არ შეიძლება დამარცხდეს ომში". მყისვე გამოხტნენ ცბიერი გულის შემზარავი შეძახილებით: "არა, სულაც არ არის ასე, თუნდაც შეერთებულმა შტატებმა წააგო ომებში”, - ეს აშკარა სიცრუეა.
მე არ ვსაუბრობდი ვიეტნამზე, ავღანეთზე ან ათობით სხვა ადგილზე, სადაც ამერიკელები აწარმოებდნენ კოლონიურ-დამპყრობლურ ომებს. მე დავწერე ისტორიული ომების შესახებ, რომელშიც სამშობლოს, საკუთარი მიწის, ხალხისა და ღირებულებების დაცვა ხდება. ეს ის ომებია, რომელიც ბირთვულ სახელმწიფოებს არასდროს და არავისთან წაუგიათ“, - წერს მედვედევი.
დასავლეთისთვის უკრაინის გარშემო არსებული ვითარება მხოლოდ ტაქტიკური პოზიციის საკითხია, რუსეთისთვის კი ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომლის ფრაგმენტი „ტელეგრამ“ არხზე გამოქვეყნდა.
„მათთვის ეს არის მათი ტაქტიკური პოზიციის გაუმჯობესება. მაგრამ ჩვენთვის ეს არის ბედი, ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი“, - აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა ეს განცხადება ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან მისი ინტერვიუს შესახებ კომენტირებისას გააკეთა და განმარტა, რომ როგორც რუსი, ასევე უცხოელი მსმენელისთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გაგება, თუ რამდენად „მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია რუსეთისთვის ყველაფერი, რაც უკრაინის მიმართულებით ხდება“.