პოლიტიკა
გუბერნატორებმა და მერებმა ირაკლი კობახიძისგან დავალებები მიიღეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა.
მთავრობის მეთაურმა განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა და სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნიკოლოზ ტყემალაძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ლევან ხარაბაძე წარუდგინა.
შეხვედრაზე რეგიონებში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს და ცალკეულ მუნიციპალიტეტებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო რწმუნებულებს და მუნიციპალიტეტების მერებს მიმდინარე და განსახორციელებელი პროექტების მიმართულებით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
გუბერნატორებმა და მერებმა მთავრობის მეთაურისგან კონკრეტული დავალებები მიიღეს.
გააზიარეთ :