ქართულმა ოცნებამ ,,რუსული კანონი" მესამე მოსმენით მიიღო
კომიტეტმა ,,აგენტების კანონი" მესამე მოსმენით 67 წამში განიხილა და მიიღო. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი დაუჭირეს.
პარლამენტის შენობის გარშემო მობილიზებული პოლიციის გამო, ოპოზიციის დეპუტატებმა სხდომაზე დროულად შესვლა ვერ შეძლეს. სხდომას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრების გარდა, ესწრებოდა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია.