კომიტეტს ვერ მიუსწრეს, ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი - მამუკა მდინარაძე
ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე "ფეისბუქის" გვერდზე წერს.
,,რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავიანთივე ხალხი", – წერს მამუკა მდინარაძე.
იურიდიულმა კომიტეტმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდნენ. საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დასწრების საშუალება არ მიეცათ.