საქართველოს მომავალი ევროპაშია – ფინანსთა მინისტრის მოადგილე თანამდებობას ტოვებს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი თანამდებობას ტოვებს - ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ LinkedIn-ზე წერს. მისი თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია.
„საჯარო სამსახურში მუშაობის 10 წლის თავზე ვტოვებ ფინანსთა სამინისტროს. შემდგომ საქმიანობას საკონსულტაციო სფეროში გავაგრძელებ.
კოლეგებს და პარტნიორებს – განსაკუთრებით მათ, ვისაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირადად ვერ დავემშვიდობე – მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველოს მომავალი ევროპაშია!“, – წერს მირზა გელაშვილი.