,,რუსული კანონი" ძალაში შევიდა
ფოტო არქივიდან
"რუსული კანონი", რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მოაწერა ხელი, ძალაში შევიდა. "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონი საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა, რაც ნიშნავს, რომ კანონი უკვე ძალაშია.
ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს ჰქონდა გადაგზავნილი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა მას ხელი არ მოაწერა. პროცედურის თანახმად კი, კანონპროექტი პარლამენტს დაუბრუნდა. როგორც შალვა პაპუაშვილმა თქვა, კანონს მან ხელი უკვე მოაწერა.