SSSS
Obfuscated Ads Example Special Offer Exclusive Deal
პოლიტიკა
სანქციები და უვიზო მიმოსვლის შეჩერება - რას განიხილავს ევროკავშირი საქართველოში შექმნილი ვითარების საპასუხოდ?
"რადიო თავისუფლებამ" მოიპოვა ევროკომისიის დოკუმენტი, რომელშიც საუბარია ევროკავშირის შესაძლო ნაბიჯებზე, თუ საქართველოში პოლიტიკური ვითარება არ გაუმჯობესდება. მათ შორისაა პერსონალური სანქციები, ფინანსური დახმარებების შეწყვეტა და უკიდურეს შემთხვევაში, უვიზო მიმოსვლის დროებით შეჩერება.

დოკუმენტი ევროკომისიამ და ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების 27 მაისს გამართული შეხვედრის შემდეგ მოამზადეს. ის ერთი მხრივ, მოკლევადიან ზომებს მოიცავს, ხოლო მეორე მხრივ, ნაბიჯებს, რაც იმ შემთხვევაში შეიძლება გადაიდგას, თუ მომავალში საქართველოში ვითარება უკეთესობისკენ არ შეიცვლება.

პირველ კატეგორიაში შედის ისეთი ზომები, რომლებიც როგორც ბრიუსელმა, ისე ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა დაუყოვნებლივ შეიძლება მიიღონ.

მოკლევადიან ზომებს შორისაა:

ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების მხრიდან უმაღლესი დონის ორმხრივი ვიზიტების, შეხვედრებისა და ღონისძიებების გაუქმება (პირველ ყოვლისა, ნაგულისხმევია შეხვედრები სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებთან და მინისტრებთან);

ისეთი ფინანსური დახმარების შეწყვეტა, რომლითაც პირდაპირ სარგებლობს ხელისუფლება და მათთვის განკუთვნილ სამომავლო ფინანსურ დახმარებაზე დისკუსიების შეწყვეტა;

ფინანსური დახმარების პორტფელის გადახედვა, რაც გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერის გაძლიერებას (არ შეეხება რეგიონულ დახმარებას);

ევროპის სამშვიდობო პოლიტიკის ფარგლებში თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის გამოყოფილი 30-მილიონევროიანი დახმარების გაყინვას,

დოკუმენტის თანახმად, სიტუაციის შემდგომი გაუარესების შემთხვევაში, რაც შეიძლება გულისხმობდეს, ერთი მხრივ, “მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას”, მეორე მხრივ კი, “მნიშვნელოვან დარღვევებს საარჩევნო პროცესში”, შეიძლება მიღებულ იქნეს უფრო მძიმე ზომები.

მათ შორისაა:

წევრი სახელმწიფოებისათვის რეკომენდაციის გაცემა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისა და დიპლომატებისათვის უვიზო რეჟიმის დროებით შეწყვეტის შესახებ;

შემზღუდავი ზომები (სანქციები) იმ ადამიანებისა და ორგანოების მიმართ, ვინც ჩართული იქნება ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში;

პოლიტიკურ დონეზე საქართველოსთან დიალოგის შემდგომი შეჩერება;

ფინანსური დახმარების შემდგომი გადახედვა, შემდგომი საბიუჯეტო დახმარების შეჩერება და სახსრების შემდგომი გადამისამართება;

საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში დახმარების შემდგომი შეჩერება.

სიტუაციის “მნიშვნელოვანი გაუარესების“ შემთხვევაში დოკუმენტი განიხილავს პოტენციურ ზომებს სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების კუთხით.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი სხვადასხვა ფორმატში განიხილავს იმ ნაბიჯებს, რაც შეიძლება გადაიდგას საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

უვიზო რეჟიმის შეჩერება

ევროკომისია განიხილავს, რომ უკიდურეს შემთხვევაში, საქართველოს ცხრა თვით შეუჩეროს უვიზო მიმოსვლა.

"რადიო თავისუფლების" მიერ მოპოვებული დოკუმენტის თანახმად, ევროკომისია აცნობიერებს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას უარყოფითი შედეგი მოჰყვება საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც პროევროპული განწყობისაა. ამდენად, კომისიის აზრით, უმჯობესია ფოკუსირება ცალკეული პიროვნებებისთვის შენგენში შესვლის შეზღუდვაზე.

“შესაძლებელია განხილული იყოს ნაბიჯები სავიზო ლიბერალიზაციისა და გაფართოების პროცესთან დაკავშირებით, მაგრამ რამდენადაც მათ უარყოფით შედეგებს დიდწილად მოსახლეობა იგრძნობს, ისინი გამოყენებული უნდა იქნეს უკიდურეს შემთხვევაში და საჭიროებს ფრთხილ და ინტენსიურ კომუნიკაციას ქართველ ხალხთან, მათთვის იმის ახსნას, რომ ეს ზომები მთლიანად შეიძლება იყოს ანულირებული, რაც დამოკიდებულია ხელისუფლების ქმედებებზე“, - წერია დოკუმენტში.

ევროკომისია განიხილავს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების შესახებ შესაძლოა გამოცხადდეს შემოდგომაზე, ვიზების შეჩერების მექანიზმის მეშვიდე წლიური ანგარიშის წარდგენისას. ანგარიშის წარდგენის თარიღი ჯერ დადგენილია არაა, თუმცა, როგორც წესი, ის ოქტომბერში ქვეყნდება. ამდენად, სავარაუდოა, რომ ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე გამოაცხადებს.

არჩევნები და სამოქალაქო საზოგადოება

თავის მხრივ, დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც. ევროკომისიის თანახმად, შემზღუდავი ზომების მიღება შესაძლებელია „არჩევნების გაყალბებისა და საარჩევნო პროცესისას სერიოზული დარღვევების შემთხვევაში“.

იქამდე კი ევროკავშირი გეგმავს:

გააძლიეროს ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისია “მრავალი დამკვირვებლის” უზრუნველყოფით;

ამომრჩეველთა განათლებასა და წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის პროექტების მხარდაჭერას “ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის” მხარდაჭერით;

საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების სადამკვირვებლო შესაძლებლობების მხარდაჭერის გაძლიერებით;

დოკუმენტს, რომელშიც საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის, კიდევ რამდენიმე კანონის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებისა და ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად ზომებზეა საუბარი, ევროკომისია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მომდევნო შეხვედრაზე წარადგენს, რომელიც 24 ივნისს უნდა გაიმართოს.
Print E-mail
Facebook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირის პოპულარული
ამინდი
ახალციხე 9 °C
img
ახალქალაქი 7 °C
img
ასპინძა 7 °C
img
ადიგენი 15 °C
img
ბორჯომი 10 °C
img
თბილისი 16 °C
img
აბასთუმანი 6 °C
img
ბაკურიანი 5 °C
img
ნინოწმინდა 7 °C
img
ვალუტა
AMD
AMD
1000
7.1187
EUR
EUR
1
3.1202
RUB
RUB
100
3.4423
TRY
TRY
1
0.0696
USD
USD
1
2.7315
კალენდარი
«« დეკემბერი  »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.

hacklink hack forum hacklink film izle hacklink Marsbahis girişhttps://w88fm.top/zeta librarymarsbahislink vao w88 moi nhatantep escortramadabethttps://12betno1.help/메이저놀이터dizipalpornoSavabet girişAnadolu Yakası Escortmanga okumanga scansDeneme Bonusu Veren Siteler 2025meritking girişbetivoolimpos casinoikasbetwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygiftwww.giftcardmall.com/mygift activategrandpashabetramadabetkavbethttps://casino-infinity.com/de/bağlama büyüsüfree live tv streamingบาคาร่าfilm kurdu1 tv liveสล็อตเว็บตรงสล็อตAI 검사기Tahliye planısahabetjojobetjojobetnycbahispusulabetpusulabetdizipaltürk ifşa킹콩티비vozol배트맨티비jojobetzlotbetturkey스마일퀄리티betpasholiganbet1xbetcasibomzbahisbetistotobetstreameastcratosslot girişjojobetCratosslot Girişлицензионное казиноdeneme bonusu veren sitelerdiyarbakır escortPusulabethuqqabetdizipalbetpipobetpipotaraftarium24casibomVbetAjaxbetmatbetcasinofastbedava iptv izlemehacklinkhacklinkสล็อตเว็บตรงgobahismavibetStreameastholiganbet girişganobetenjoybettipobetcasibomtrendbetBets10pusulabetpusulabetholiganbetnakitbahisJojobet 1106kavbetkavbetmatbetjojobetGrandpashabetgobahistrendbetgobahisgiftcardmall/mygiftpadişahbetholiganbet girişmatbet girişmatbet girişkingbettingcasibombetparkmatadorbetcasibomcasibomonwinyakabetcasibom girişcasibompashagamingpashagamingwinxbetSekabetCasibomsekabetDinamobetVdcasinobetpuanMarsbahistrendbetholiganbetwinxbetwinxbetwinxbetpusulabetpadişahbetmeritbet girişkralbet girişultrabet girişultrabet girişultrabet girişbetnano girişcratosslot girişvaycasinodeneme bonusu veren sitelerizmir escortbahçeşehir escortbets10tipobet güncel girişJojobetelexbetelexbetStreameastfixbetbetsmovetimebettimebettimebetcasibomcasibomistanbul escort telegrambetparkcasibompusulabetpusulabetoslobetbetplay영문주소casibomหวยออนไลน์Betigma girişbetparkBetigmajojobetcasibomрейтинг казинорейтинг онлайн казиноJojobet 1106jojobet girişdeneme bonusu telegramStreameastrbetgrandpashabetjojobet giriş