ევროკავშირი საქართველოსთან გაწევრიანების პროცესს აჩერებს
ევროკავშირი საქართველოს გაწევრიანების პროცესს დროებით აჩერებს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა sueddeutsche.de წერს. მიზეზი ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიმდინარე კურსია. სტატიაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭო სერიოზულ შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო.
„ადგილობრივ ხელისუფლებას არსებული კურსის შეცვლა მოუწევს, რადგან ეს საქართველოს გზას ევროკავშირისკენ საფრთხეს უქმნის და გაწევრიანების პროცესის შეჩერებას იწვევს.
„ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის მმართველ პარტიას წარმოადგენს, იყენებს კანონს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გასამკაცრებლად, რომლებიც თანხის 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებენ. იგი ამას მეტი გამჭვირვალობით ხსნის.
კანონის ინიციატორი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც რუსეთში ბიზნესით მილიარდერი გახდა. ქვეყნის პრემიერ მინისტრობის პერიოდში ის თვლიდა, რომ საქართველომ დასავლური გავლენისგან თავი უნდა დაიცვას.
პარადოქსი კი ის არის, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ წარმატებულ მოლაპარაკებებს პარტია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ხელმძღვანელობდა. თითქოს, ის ევროკავშირის კურსს იცავს, მაგრამ ამავდროულად კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს მოსკოვთან“ - წერია სტატიაში.