ოპოზიციამ ე.წ "რუსული კანონის" შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა
საპარლამენტო ოპოზიციამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოქმედების შეჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.
„38 დეპუტატი ხელს ვაწერთ სარჩელს, ზოგიერთი მათგანი ფიზიკურად არ იყო, თუმცა ისინი უერთდებიან ამ სარჩელს. მთელი საქართველო „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ვდავობთ „რუსული კანონის“ გამო. დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო საკუთარ ვალდებულებას 78 მუხლის შესრულების კუთხით გაითვალისწინებს და დროებით ღონისძიებას ამ კანონის მოქმედების შეჩერების თაობაზე მიიღებს.მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მთელ კანონს ვასაჩივრებთ კონსტიტუციის 78 მუხლთან მიმართებაში, მაგრამ პირველი ეტაპი არის ის, რომ ჩვენ შეჩერებას ვითხოვთ. არჩევნებამდე ეს კანონი უნდა შეჩერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ამ ქვეყანას შეუქცევადი ზიანი მიადგეს. სანქციების ამოქმედება 3 სექტემბრიდან იწყება, ამიტომ ვფიქრობთ, რომ იქამდე აუცილებლად უნდა ჩატარდეს სხდომა, რომელზეც შეჩერების საკითხი განხილული იქნება“, - განაცხადეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჟურნალისტებთან.
საკონსტიტუციო სასამართლოს ე.წ "რუსული კანონის" შეჩერების მოთხოვნით უკვე მიმართეს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და 121 არასამთავრობო ორგანიზაციამ.