"ძლიერი საქართველოს" ლიდერებმა შეხვედრა ბაკურიანში გამართეს
კოალიცია ''ძლიერი საქართველოს'' ლიდერებმა ბაკურიანში ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართეს. საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, პოლიტიკური ერთიანობის ლიდერებმა საარჩევნო პროგრამა გააცნეს და აუხსნეს, თუ რატომ არის საჭირო ოქტომბრის არჩევნებში მათი მონაწილეობის მიღება.
„მნიშვნელოვანი იყო მათი ხედვა და ხედვები ქვეყნის განვითარებაზე. ის კითხვები, რაც მათ აინტერესებთ. ეს არის ქვეყნის პოლიტიკური მოწყობა, სასამართლო სისტემა, სამართლიანობის თემა. ეს ყველაფერი გვიჩენს იმედს, რომ საქართველოს მომავალი საიმედო ხელშია“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა ლევან სამუშიამ.
„ძალიან კმაყოფილი ვარ მათი აზროვნებით, მათი კითხვებით და იმ საუბრით, რაც ჩვენ შორის შედგა. მთავარი გზავნილი არის ის, რომ თუ რაღაც არ მოგწონს ამ ქვეყანაში ჩვენ თვითონ, უნდა შევცვალოთ და პოლიტიკა არის კეთილშობილური სფერო და არა ბინძური“, - ამბობს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ კოალიციის ლიდერები ალეკო ელისაშვილი, ლევან სამუშია, ვატო სურგულაძე და ოთო ფარულავა.