პოლიტიკა
ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე გადაწყვეტილება თითქმის მიიღო
ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ევროკავშირის დონეზე ფაქტობრივად მიღწეულია შეთანხმება არჩევნების შემდეგ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ, ვითარების შემდგომი გაუარესებისა და დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის თავისუფალი არჩევნების პრინციპის დარღვევის შემთხვევაში.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებთან კონსულტაციები და შეთანხმების ეტაპი უკვე დასრულებულია.
"ფორმულას" ცნობითვე ქართული ოცნების მიმართ პერსონალურ სანქციებს ევროკავშირში მუდმივად უნგრეთი ბლოკავს, თუმცა ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ის გადაწყვეტილებაა, რომელიც წევრ ქვეყნებს შორის სრულ კონსენსუსს არ საჭიროებს.
ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან, მკაცრი რეაქცია და სანქციების ტალღა, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პარმალენტმა მიიღო და აამოქმედა ე.წ "რუსული კანონი".
გააზიარეთ :